ჩვენი სერვისები

ტექნოლოგიები

ჩვენი კომპანია სარგებლობს უახლესი და თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს უზუსტესი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც დღითი დღე იზრდებიან.

24/7 ონლაინ დახმარება

ჩვენი ოპერატორები მზად არიან 24 საათის განმავლობაში გაგიწიონ ონლაინ კონსულტაცია რადგან ყველა თქვენ კითხვას გაეცეს პასუხი და ამომწურავად მიიღოთ ინფორმაცია.

მარტივი მომსახურება

ჩვენთან თანამშრომლობა მარტივია! უბრალოდ დაგვირეკეთ 557 50 90 50, ჩვენი თანამშრომლები უმოკლეს დროში შეასრულებენ თქვენ დაკვეთას, პროექტის დამზადების დრო არის მაქ. 1 დღე.

ხშირად დასმული კითხვები

საკადასტრო ნახაზი - არის მიწის საზღვრების და ზედ არსებული შენობა - ნაგებობების მონიშვნა.

საკადასტრო ნახაზი ბარდება რეესტრში და რეგისტრირდება მესაკუთრის სახელზე.

საკადასტრო ნახაზი იზომება როგორც ლაზერული საზომით ასევე GPS- ით.

საკადასტრო ნახაზის მიახლოებითი მაქსიმალური სიზუსტე მნიშვნელოვანია როდესაც ხდება შენობა - ნაგებობის რეკონსტრუქცია დაშენება.

არქიტექტორული ნახაზის შედგენისას არქიტექტორი პირველ რიგში უყურებს საკადასტრო ნახაზს.

ამიტომ თუ გადაწყვეტილი გაქვთ დაშენება-რეკონსტრუქცია აუცილებლად არქიტექტორს გადაამოწმებინეთ საკადასტრო ნახაზის სიზუსტე რათა თავიდან ავიცილოთ არქიტექტორული პროექტში შემდგომში ნახაზის გამო დაშვებული შეცდომების შესწორებისგან.

უმჯობესია ნახაზი გააკეთებინოთ უახლესი თანამედროვე ტექნიკით,რათა დავიდან იქნეს აშორებული უზუსტობები.

გამიჯვნა კეთდება,როგორც მიწაზე ასევე შენობა-ნაგებობაზე გამიჯვნა კეთდება იმ შემთხვევაში როდესაც მიწის ან შენობის ნაწილი გასხვისდება და გასხვისებული გამიჯნულ ფართობის დაკანონებაა აუცილებელი.

გამიჯვნის დროს კეთდება შემდეგი:
უნდა მოხდეს მთლიანი ნახაზის აზომვა,თუ გასამიჯნი ნაკვეთი ელექტრონული ვერსიითაა დარეგისტრირებული,რაც ხდება 2007წლის მერე,ამ შემთხვევაში აღარ ხდება მთლიანი აზომვა,ორ ნაწილად გამიჯვნის შემთხვევაში კლიენტს ეძლევა ორივე ნაწილის ნახაზი და ერთი მთლიანი,სადაც ფერებში მონიშნულია გასამიჯნი ნაკვეთები,ასევე ხდება გამიჯვნა სახლის ფართის შემთხვევაში.

დაკვალვა კეთდება იმ შემთხვევაში,როდესაც მიწის დიდ ფართობზე ვერ პოულობთ თქვენი მიწის საზღვრებს.

დაკვალვით დგინდება მიწის ზუსტი საზღვრები